ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი

                გერბის ფარი გადაკვეთილია მრუდედ-ტეხილად, ხოლო ზედა მხარე გაკვეთილია და ამრიგად იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი – ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ენა, ბრჭყალები წითელია). II ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი. III ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "ლენტეხი".
 

 ლენტეხის მუნიციპალიტეტის დროშა

                დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი. II ნაწილი წარმოადგენს ზურმუხტოვან ველს. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №36 დადგენილებით, 22.07.2011.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი