სენაკის მუნიციპალიტეტის გერბი

            გერბის ფარი სამად არის გაყოფილი _ მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევრად, ირიბად, ქონგურისებურადაა გადაკვეთილი, ქვემოთ კი გაკვეთილი. I ნაწილი ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს. III ნაწილი _ ლურჯ ველს. მწვანე და ლურჯი ველების ცენტრში მოთავსებულია ოქროს ხოხობი, ქვემოთ კი კვეთს შემცირებული სამი ვერცხლის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "სენაკი".
 

 

 სენაკის მუნიციპალიტეტის დროშა

           დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. ზედა ნაწილი ლურჯი ფერისაა, ქვედა მწვანე. ლურჯსა და მწვანე ნაწილებში დროშის ტარიდან შეჭრილია სამკუთხედი თეთრი ველით, რომლის ცენტრში გამოსახულია მეწამული ჯვარი.   დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №29 დადგენილებით, 27.05.2011 .  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი