მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი
                  მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი - მეწამულ (წითელ) ველზე ოქროს მუხა; II ნაწილი - ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველზე ვერცხლის ირიბი ჯვარი (წმ. ანდრიას ჯვარი). I ნაწილს უჭირავს გერბის ფარის, II ნაწილს - 1/4  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჯვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი \"მარტვილი\".  


მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა
            დროშა ჰორიზონტალურად არის გაყოფილი 5 ნაწილად. I და V ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს და უჭირავს დროშის 1/10. II და IV ნაწილი წარმოადგენს თეთრ ველს და უჭირავს დროშის 1/10. III ნაწილი - მეწამულ (წითელ) ველზე ოქროს მუხა.  დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №15 დადგენილებით, 21.07.2011 .  

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი