ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია ვერცხლის თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. III ნაწილი - ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. IV ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია  სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. ერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ქობულეთი“.

  
 

          ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ზურმუხტოვანი ველი, რომელიც დროშის 1/3-ია. II ნაწილი - ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი – ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.  ფარს გარსშემოუყვება  ვერცხლის კანტი. დროშის პროპორცია 2/3.

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი


  დამტკიცებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №10 დადგენილებით, 29.11.2013.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი