ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაკვეთილ-გადაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად); I ნაწილი და III ნაწილი გადაკვეთილია ტეხილად; I ნაწილი _ მეწამულ ველზე მოთავსებულია გადაჯვარედინებული ორი ოქროს თოფი;  II ნაწილი _ ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს საწმისი, ქვედა ნაწილში ოქროს ციხე-სიმაგრე; III ნაწილი _ ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში ვერცხლის სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი; IV ნაწილი _ ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "ხელვაჩაური".
 
 

 ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად; პირველი ნაწილი ჰორიზონტალურად ტეხილად არის გაყოფილი თანაბარ ნაწილებად: მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად. მეორე ნაწილის ლაჟვარდოვან ველს ჰორიზონტალურად ყოფს სამი ვერცხლის სარტყელი.
დროშის პროპორციაა 2:3.

 

დამტკიცებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №18  დადგენილებით, 29.08.2012.  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი