ქედას მუნიციპალიტეტის გერბი

           გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილი _ მეწამული ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მის ქვემოთ ოქროს ხიდი, რომლის კიდეები ეხება ველის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ხიდის ქვემოთ სამი შემცირებული ოქროს სარტყელი. II ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ოქროს ვაზი  ფესვებით, სამი ნაყოფით (ყურძნის მტევნით) და სამი ფოთოლით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "ქედა". 
 

ქედას მუნიციპალიტეტის დროშა

          დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. მეწამული ველის ზედა ნაწილში გამოსახულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 2/7-ია და ზედა კიდეს დაშორებულია 1/7-ით. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

  დამტკიცებულია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №01-28/62 დადგენილებით, 31.10.2011.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი