აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი:


        გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი და იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი _ ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი. II ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი. III ნაწილი _ მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთავს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ ."აბაშა".  

 

 

 

 

 

 

 

 

ფაილი

აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა:


  დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი სამ ნაწილად. დროშის I ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5.  II ნაწილი (დროშის ცენტრალური ნაწილი) წარმოადგენს თეთრ ველს, რომელზეც გამოსახულია მეწამული ვარსკვლავი და უჭირავს დროშის სიგანის 3/5.  III ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

 

 


 

 დამტკიცებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №91 დადგენილებით, 24.09.2010წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი