ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი

            გერბის ფარი გადაკვეთილია და იყოფა ორ: ლაჟვარდისა და ვერცხლის ველებად. ზედა ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის მთა (კლდე), რომლის თავზეც განთავსებულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი. ლაჟვარდის ველის ქვედა ნაწილზე ნატურალურ (მწვანე) ფერში გამოსახულია სამი მთა. ზურმუხტის მთებზე გამოსახულია სამი ოქროს მტევანი. გერბის ქვედა ვერცხლის ველი, მარჯვნივ და მარცხნივ გაკვეთილია სამ-სამი შემცირებული ტალღისებური ლაჟვარდის სარტყლით, რომელთა შორისაც გამოსახულია ორი ლაჟვარდის თევზი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ცაგერი“. 

 

 ცაგერის მუნიციპალიტეტის დროშა

            დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს, რომლის ცენტში მოთავსებულია ვერცხლის ჯვარი. მეორე ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 1/7-ია. მესამე ნაწილი წარმოადგენს ზურმუხტის ველს, რომელზეც მოთავსებულია სამი ოქროს მტევანი. დროშის პროპორცია 2/3. 

 

 

 დამტკიცებულია ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №60 დადგენილებით, 31.10.2013.

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი