ადიგენის მუნიციპალიტეტის გერბი:


          გერბის ფარის მწვანე ველზე გამოსახულია ვერცხლისქობიანი ლაჟვარდის წმინდა ანდრიას ირიბი ჯვარი, რომლის მკლავები ეხება ფარის კიდეებს. წმიდა ანდრიას ჯვარზე, გერბის ფარის ცენტრში, მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის ლაჟვარდის ველზე მოთავსებულია ოქროს ტელესკოპი, რომლის ზემოთ გამოსახულია შვიდი მნათობი. მესამე მნათობი წარმოადგენს ცხრასხივიან ოქროს მზეს და მეხუთე მნათობი _ ცხრასხივიან ვერცხლის რკალს, რომელშიც ვარცხლის ნახევარმთვარეა გამოსახული; ორივე მნათობი ოდნავ დიდი ზომისაა. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ .''ადიგენი".  

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 ადიგენის მუნიციპალიტეტის დროშა:


         დროშის მწვანე ველზე გამოსახულია თეთრქობიანი ლაჟვარდის წმიდა ანდრიას ირიბი ჯვარი, რომლის მკლავები ეხება დროშის კიდეებს. დროშის ცენტრში, წმიდა ანდრიას ჯვარზე, გამოსახულია თეთრქობაშემოვლებული წრე, რომლის ლაჟვარდის ველზე წრიულად გამოსახულია შვიდი მნათობი. ცხრასხივიანი ოქროს მზე და ცხრასხივიანი ვერცხლის რკალი, რომელშიც ვერცხლის ნახევარმთვარეა გამოსახული, ოდნავ დიდი ზომისაა სხვა მნათობებთან შედარებით. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №10 დადგენილებით, 28.05.2010წ.


 

ადიგენის გერბის შესახებ


ლეგენდის თანახმად, წმინდა ანდრიას სოფელ ბენარაში (ადიგენის რაიონი) გაუვლია და ერთი ღამით შეუსვენია კიდეც. ამიტომ დაფიქსირდა ადიგენის გერბის ფარში წმ. ანდრიას ჯვარი. ხოლო ტელესკოპი და მნათობები - ადიგენის მუნიციპალიტეტს დაქვემდეარებული, მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აბასთუმნის ობსერვატორიას განასახიერებს. ისტორიული საფუძველი გააჩნია აგრეთვე გერბში "ფერების" გამოყენებას და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები სადაც სამხრეთ საქართველოს რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით. გერბის "ფერებით" (მწვანე, ლურჯი) გადმოცემულია ადიგენის მცხოვრებთა თავისუფლებისადმი სწრაფვა, მომავლის იმედი, ღირსება და პატიოსნება,  რეგიონის ხვავრიელობა. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ადიგენი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.



 


 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი