აჟარის მუნიციპალიტეტის გერბი

            გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად - ტეხილად არის გადაკვეთილი, ზედა ნაწილი კი გაკვეთილი. I ნაწილი -  ვერცხლის ველზე სევადი დათვი; II ნაწილი - მეწამულ ველზე  ვერცხლის ფარი - რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული; III ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაკტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "აჟარა".
 
 

 

 აჟარის მუნიციპალიტეტის დროშა

             დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად - მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. დროშის ცენტრში გამოსახული ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი