ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი 

 


             გერბის ფარის ოქროს ველზე მოთავსებულია მცირე ფარი  თანმხლები 8 მეწამული ჯვრით (3-2-3), მცირე ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი, ხოლო მის ქვემოთ ერთმანეთზე ჯვარედინად დადებული ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ ."ასპინძა".



 

ასპინძის მუნიციპალიტეტის დროშა

 

        დროშის ყვითელ ველზე ცენტრში მოთავსებულ მართკუთხედის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი. მეწამულ მართკუთხედს გარშემო შემოყვება 8 მეწამული ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი


დამტკიცებულია ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №11 დადგენილებით, 18,05.2011 წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი