ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გერბი 
         გერბის ფარის პორფირის (ძოწის) ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი, რომელსაც ქვემოთ და ორივე გვერდზე შემოყვება ოქროს ვაზი ფოთლებით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - 'ნინოწმინდა ~. 

           დროშა  გადაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილს უჭირავს დროშის სიმაღლის 4/5.  პორფირის (ძოწის) ველის ცენტრში გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს ყვითელ ველს და უჭირავს დროშის სიმაღლის 1/5 დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №14 დადგენილებით, 20.04.2010წ.   
 
ნინოწმინდის გერბის შესახებ
გერბში გამოყენებულია "ფერები" _ ოქრო და მეწამული. "წმინდა ნინოს ჯვარი" და ვაზი  სიმბოლურად საქართველოს განმანათლებელ წმიდა ნინოს, მის მისიონერობას და ნინოწმინდის ტერიტორიიდან საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას გადმოსცემს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ნინოწმინდა", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი