დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი 
         გერბის ფარის მეწამულ ველზე ოქროს ლეოპარდი, რომელსაც უპყრია ოქროს შუბი ვერცხლის ბაშელიერით; ბაშელიერზე ტართან ახლოს გამოსახულია მეწამული ჯვარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _- 'დმანისი". 

დმანისის მუნიციპალიტეტის დროშა  
          დროშის ველი გადაკვეთილია ორ არათანაბარ ნაწილად. I ნაწილი - მეწამულ ველზე ოქროს ლეოპარდი, რომელსაც უპყრია ოქროს შუბი. II ნაწილი - ვერცხლის (თეთრ) ველზე მეწამული ჯვარი. I ნაწილს უჭირავს დროშის სიმაღლის 2/3; II ნაწილს - დროშის სიმაღლის 1/3; დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი რეზოლუციის ფაილი

 

დამტკიცებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №155 დადგენილებით, 27.07.2007წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი