მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამი ვერცხლის მთა, რომელსაც შუაზე ყოფს მეწამული ხიდის მსგავსი სარტყელი. სარტყელის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჯვარი. ვერცხლის მთებს ზემოთ მეწამულ ველზე გამოსახულია სამი ოქროს ლომი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "მარნეული". 

 

მარნეული მუნიციპალიტეტის დროშა 

დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი მეწამულ და ვერცხლის ველებად. მეწამული ველის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია სამი ოქროს ლომი. ვერცხლის ველი გადაკვეთილია მეწამული სარტყლით, რომელიც ზომით შეადგენს დროშის 1/6 ნაწილს.
დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი