მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი 
საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი. ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში - ვერცხლის ორკაპა ჯვარი  და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია - ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში - მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით. გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამული ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა - 'მცხეთა" და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთის აქვს ვერცხლის სარჩული.    

  მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა 
მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3. დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით. 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №38 დადგენილებით, 02.09.2013.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი