ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბი:


         გერბის ფარი ტეხილად არის გაყოფილი ორ ნაწილად _ ვერცხლის და მეწამულ ველებად. I ნაწილი -ვერცხლის ველზე შტანდარტის ტიპის მეწამული ჯვარი. II ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის აბჯარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - "ახალგორი".  

ახალგორის მუნიციპალიტეტის დროშა:


          დროშა ჰორიზონტალურად არის გაყოფილი თეთრ და მეწამულ ველებად. თეთრი ველის მარჯვენა მხარეს გამოსახულია შტანდარტის ტიპის მეწამული ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 დადგენილებით, 26.04.2010წ.

 


ახალგორის გერბის შესახებ

გერბში მთავარი "ფერების" _ მეწამულისა და ვერცხლის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ვერცხლის ველზე დაფიქსირებული ჯვარი ისტორიულად არსებული (ახალგორის ტერიტორიაზე აღმოჩენილი) საბრძოლო (საერო) დროშის ბუნიკს წარმოდგენს. ასევე ისტორიული საფუძველი აქვს ტეხილი გადაკვეთის საშუალებით გადმოცემულ მთებს - ქსნის ერისთავთა გერბში (მ.ვადბოლსკის კატალოგიდან) ორი მთაა გამოსახული. სიმბოლურად ეს ორი ფიგურა ახალგორის მკვიდრთა რწმენასა და ძლიერებას განასახიერებს. ძლიერებისა და მამულის დაცვისათვის მზადყოფნის განსახიერებაა წითელ ველზე გამოსახული ვერცხლის აბჯარიც. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ახალგორი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი