თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი          გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი - მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო. II ნაწილი - მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი შემცირებული სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ "თიანეთი".  

თიანეთის მუნიციპალიტეტის დროშა  

         დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის ცხრასხივიანი მზის სიმბოლოა გამოსახული. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №63 დადგენილებით, 15.09.2010.  

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი