ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი
             გერბის ფარი შუაზე ტეხილადაა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილია და იყოფა ორ ველად. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ორკოშკიანი გალავანი ღია კარიბჭით. კოშკებს შორის მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, ხოლო კარიბჭის ქვემოთ ოქროს ვაზი. II ნაწილი - ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. III ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაქტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული  ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "ყვარელი".
   

 


ყვარლის მუნიციპალიტეტის დროშა

             დროშის ქსოვილი ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ თანაბარ ნაწილად - მეწამულ და მწვანე ველებად, რომელთა შორის მარცხნიდან შეჭრილია თეთრი ფერის ტოლგვერდა სამკუთხედი, რომლის ცენტრში გამოსახულია მეწამული ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 

 

ფაილი

 დამტკიცებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №21  დადგენილებით, 09.08.2012. 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი