ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბი
           გერბის ფარი ქონგურისებურადაა გაკვეთილი და იყოფა ორ ნაწილად. გერბის ფარის I ნაწილში ვერცხლის ველზე მეწამულით მოთავსებულია მეფე თამარის ხელრთვა. II ნაწილში - მწვანე ველზე ვერცხლის ირემი, რომელსაც მარჯვენა ფეხი შემართული აქვს. I ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, II ნაწილს - 1/3. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი  "ლაგოდეხი". 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დროშა
         დროშა ჰორიზონტლურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილში თეთრ ველზე წითლით მოთავსებულია მეფე თამარის ხელრთვა. II ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს. I ნაწილს უჭირავს 2/3, II ნაწილს - 1/3. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია ლაგოდეხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №26 დადგენილებით, 30.10.2009.  


ლაგოდეხის გერბის შესახებ

გერბში მთავარი "ფერების" _ ვერცხლისა და მწვანის  გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. გერბის ფარზე მოთავსებული თამარის ხელრთვა ლაგოდეხის ისტორიული ტერიტორიაზე სამეფო დომენის გადმომცემის, ხოლო ირემი ვაჟკაცური კეთილშობილების, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის განსახიერებას და ესთეტიკურ ძალდაუტანლობას გადმოსცემს, აგრეთვე იგი სიმბოლურად ლაგოდეხის მდიდარ ბუნებას (ლაგოდეხის ნაკრძალს) გადმოსცემს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ლაგოდეხი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი