სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი
              გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა 4 ნაწილად. I ნაწილი _ ლურჯი ველი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად _ ლურჯ და ვერცხლის ველებად; ლურჯ ველს უჭირავს 2/3. მასზე მოთავსებულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. წმინდა ნინოს ჯვარს შემოხვეული აქვს ოქროს ვაზი სამი ოქროს ფო|თლითა და სამი ოქროს მტევანით. ვერცხლის ველს რომელსაც უჭირავს 1/3, კვეთს სამი შემცირებული და ტალღისებური ლურჯი სარტყელი. II ნაწილიმეწამულ ველზე ოქროს ფრთოსანი ცხენი. III ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს ქვევრი (ჭური). IV ნაწილი _ ლურჯ ველს კვეთს ერთკოშკიანი ციხე-სიმაგრისმსგავსი  ოქროს სარტყელი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს გასაღები. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია "სიღნაღი".   

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშა 
              დროშა ვერტიკალურად, თანაბარ ნაწილებად არის გაყოფილი ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №11 დადგენილებით, 29.04.2011 წ.   

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი