დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი 
            გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა ოთხ ნაწილად. I _ ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრეა ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმელები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II _ მეწამული ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ  ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა. III _ მეწამულ ველზე ოქროს ხორბლის ძნა. IV _ ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ "დედოფლისწყარო".   

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა 
                დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად _ ლურჯ და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი  _ ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5). დროშის პროპორციაა 2/3. 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №7  დადგენილებით, 29.04.2011წ. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი