მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი 
გერბის ფარი გაკვეთილია და  გადაკვეთილია 4 ნაწილად (ველად).  I მეწამულ  (წითელ) ველზე  გამოსახულია  ვერცხლის (თეთრი)  შუბოსანი, ვერცხლის ფარიანი,  ქვეითი  წმინდა გიორგი  ოქროს შარავანდედით. II  - ლაჟვარდოვან ველს კვეთს   სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძის ტყავი. III- ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით,  რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით , ხოლო ზედა  ნაწილი ლაჟვარდის ფერია. IV ნაწილის მეწამულ ველზე ცენტრში  გამოსახულია ვერცხლის სახლი და  კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი , ხოლო მარცხნივ  - ზეაღმართული ოქროს ხმალი.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "მესტია".  

მესტიის მუნიციპალიტეტის  დროშა 
მესტიის დროშა მეწამულ-ოქროსფერია. მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარით,  ქვეითი  წმინდა გიორგი  ოქროს შარავანდედით, რომელიც დროშის 7/9-ია. დროშა ბოლოვდება ორი ტოლფერდა  ოქროს სამკუთხედით, რომელთა წვერები მიდის დროშის სიგრძის შუამდე.   დროშის პროპორციაა 2:3 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №43 დადგენილებით, 05.11.2014წ.  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი