წალკის მუნიციპალიტეტის გერბი:  

    გერბის ფარი გაყოფილია 3 ნაწილად. I ნაწილი _ ლაჟვარდოვან ველზე ვერცხლის სამი ოთხქონგურიანი ციხე-კოშკი; ველს ზემოთ გასდევს სამი ტალღოვანი ვერცხლის შემცირებული სარტყელი. II ნაწილი _ ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. III ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს ლომის მსგავსი  ლეოპარდი, რომელიც უკან იყურება და ხელში ოქროს შუბი უპყრია. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ 'წალკა~.   

წალკის მუნიციპალიტეტის დროშა 
         დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. I ნაწილი  - ვერცხლის (თეთრ) ველზე მარჯვნივ მეწამული ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდოვან ველს. დროშის პროპორციაა 2:3. 

 

დამტკიცებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №22 დადგენილებით, 05.08.2009. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი