ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი:
       გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი და იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი - ვერცხლის ველზე გამოსახულია მწვანე მთა, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი- მეწამულ ველზე ოქროს ძნა. III ნაწილი - ლაჟვარდის ველზე მარჯვნიდან მარცხნივ ეშვება სამი შემცირებული ვერცხლის ყაბიწი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი  - "ახალქალაქი" 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დროშა 

       დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი სამ თანაბარ ნაწილად _ თეთრ, მწვანე და ლაჟვარდის ველებად. თეთრი ველის მარჯვენა კუთხეში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №14 დადგენილებით, 30.05.2010წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი