ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი:  
გერბის ფარი გაკვეთილია და ზემოთ გადაკვეთილი. იყოფა 3 (სამ) ნაწილად.      I ნაწილი: მეწამულ ველზე ვერცხლის ჯვარი;      II ნაწილი - ზურმუხტის ველზე ვერხცლის ხე გარსშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები.      III ნაწილი - შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3) რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი;      გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი. სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.      ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი".

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. მეწამულ ველზე დატანილია თეთრი ჯვარი. სიმაღლით დროშის 1/2;   დროშის პროპორციებია 2:3


 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

დამტკიცებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №13 დადგენილებით, 07.07.2021წ. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი