ქალაქ ახალციხის  გერბი

 

      გერბის ფარი  გადაკვეთილია  ორ ნაწილად. ზედა ნაწილი - ვერცხლის ველზე ცენტრში გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.    ქვედა, ვერცხლის ველზე გამოსახულია ზურმუხტის ციხესიმაგრე ორი კოშკით და  ვერცხლის ორი სარკმლით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს გასაღებით აღჭურვილი, ოქროს, ლეოპარდისებრი ლომი. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი  ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.    გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი ახალციხე."  სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია  ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.


 

ქალაქ ახალციხის  დროშა

 

    დროშა  ქონგურისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად - ვერცხლის 1:3 და ზურმუხტის  2:3  ველებად.  ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი. ზურმუხტის ველზე გამოსახულია  ოქროს გასაღებით აღჭურვილი, ლეოპარდისებრი ოქროს ლომი.   დროშის პროპორცია არის 2/3.

 


 დამტკიცებულია ქალაქ ახალციხის  საკრებულოს  №8 დადგენილებით, 25.03.2016წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი