ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი

 

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: ვერცხლის ველზე გამოსახულია ძოწის ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწის ველზე გამოსახურია ვერცხლის ციხე-კოშკი. გერბის ფარის ძოწის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი; გერბის ფარის ვერცხლის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ამბროლაური".


ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა წარმოადგენს ძოწისფერ მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ფარი. ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: თეთრ ველზე გამოსახულია ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწისფერზე გამოსახურია თეთრი ციხე-კოშკი. ფარის ძოწისფერი ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული თეთრი ფერის სარტყელი; ფარის თეთრი ფერის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწისფერი სარტყელი. ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორცია არის - 2/3 


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი