ქალაქ ზუგდიდის გერბი

 

      გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში  ღვთისმშობლის ოქროს კვართით.    ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი  ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის  ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით  ჩაწერილია გერბის დევიზი "ზუგდიდი." სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია  ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.


 

ქალაქ ზუგდიდის დროშა

დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის, ლაჟვარდისფერ ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია  ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.  დროშის პროპორციაა 2:3.


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი