ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გერბი
       გერბის ფარის ლაჟვარდის ველს კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი (მარჯვნიდან მარცხნივ). ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც ტალღისებურად გაყოფილია ორ ნაწილად; I ნაწილი _ მეწამულ ველზე სამი ოქროს მონეტა. II ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამკოშკიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი.გერბის ფარს უკან ჯვარედინად მოთავსებულია ორი ოქროს ღუზა.გერბის ფარს გვერდებზე და ქვევით შემოყვება ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი 'ბათუმი~. 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური დროშა
       დროშის (პროპორცია 2/3) ლურჯ ველს ჰორიზონტლურად ყოფს სამი თეთრი სარტყელი. დროშის ცენტრში მოთავსებულია ბათუმის გერბის მცირე ფარი, რომელიც ტალღისებურად გაყოფილია ორ ნაწილად; I ნაწილი _ მეწამულ ველზე სამი ოქროს მონეტა. II ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია ბათუმის თვითმართველობის მიერ  №16-3 დადგენილებით, 30.10.2009.  

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი