სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლური გამოხატულებებია და ისინი გაიგივებულია სამშობლოსთან. "ჰერალდიკის საბჭო" მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გაეცნონ სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს.

„რადგან გახშირდა სახელმწიფო სიმბოლოების და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოების არასათანადო პატივით მოპყრობა, კიდევ ერთხელ გთხოვთ გაეცნოთ სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისოდ დამკვიდრებული უზოგადესი ნორმების საფუძველზე. ამისათვის მიმართეთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებ-გვერდზე არსებულ ბმულს: http://heraldika.ge/uploads/gamosaxvis_wesebi.pdf



 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი