საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების მე-100 წლისთავისა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად კიევში დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ქართული ისტორიული და თანამედროვე სიმბოლოების გამოფენას წარმოადგენს.
 დამთვალიერებსლს საშუალება ექნება ნახოსმ თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.

 

 აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული ბრძანდებიან უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე უკრაინაში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქარრთული დიასპორის წევრები. 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი