ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში ბრძანდებოდნენ.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ მოსწავლეებს ქართული ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის ისტორია  გააცნო. ანალიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩხეიძემ სტუმრებს  ქართული ჰერალდიკის  შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინა.
მოსწავლეემბა დაათვალიერეს ჰერალდიკის საბჭოში შექმნილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ლოგოების პროექტები, მუნიციპალიტეტების სიმბოლიკა, სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები, შუა საუკუნეების პორტოლანები, რომლებზეც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო დროშაა დაფიქსირებული, საქართველოს მხარეების ისტორიული გერბები.  აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი და ეტალონები.

ფოტო მასალა

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი