ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის

(გერბის და დროშის) საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად

 კონკურსის ძირითადი პირობები

 1. კონკურსის მიზანი

 კონკურსის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

2. ზოგადი კრიტერიუმები

 

1.    კონკურსს ატარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.    კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.

3.    კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული.

4.    გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და, შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

      ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;  

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ)ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

     5.  კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე მიმართეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

      3. კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

     2.  საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

     5. საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს ზუგდიდის    მუნიციპალიტეტის საკრებულოში ( მისამართი:   ქ. ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ.   45;  ტელ:  591 50 14 43 )

 

4. კონკურსის ჩატარების ვადები

 

1. კონკურსის გამოცხადება  - 2018 წლის 8 ივნისი ;

2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა   - 2018 წლის 22 ივნისი;

3. შედეგების გამოცხადება - 2018 წლის 27 ივნისი.

 

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემიები

     კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი 1250 ლარი.

      6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

  1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

 

 

დამატებითი მოთხოვნები :

 

ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

 

   ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი  

ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი  გვირგვინი;

გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა "ზუგდიდი";  

  დ) ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე სხვა ელემენტებთან ერთად, სასურველია გამოისახოს  ღვთისმშობლის სამოსელი

  



 

                                                                           

 

 

 

 

                                                                                

 

 

                                                                       

                                                                  

 

 

 

 

 










იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი