ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  სიმბოლოების (გერბისა და დროშის) შემუშავების მიზნით კონკურსი გამოაცხადა


 

კონკურსის ჩატარების წესი


1. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის

საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

2. ზოგადი კრიტერიუმები

1. კონკურსის მომწყობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო

კომისიის წევრებისა.

3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული.

4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის

შემთხვევაში.

5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების

გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი

(სიმბოლო).

6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის მიმართეთ

კონკურსის კოორდინატორს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი.

(ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა #1. ტელ: 599519180)

3. კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი

საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს

კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი

წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის

(კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც

ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია

ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული

კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი

პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

4. კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადება 2018 წლის 15 აგვისტო;

2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი;

3. შედეგების გამოცხადება 2018 წლის 20 ოქტომბერი.

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემიები

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 3000 ლარი.

6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში

საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა

პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი