საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადება, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით


კონსტიტუციის ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად გამყარდა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბის და ჰიმნის სტატუსები, რაც აისახა კონსტიტუციის მე-2 მუცლის მე-4 პუნქტში. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით."

ამ ეტაპზე შემუშავებული და ინიცირებულია „სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელშიც სათანადო ტექნიკური ცვლილებებით გაერთიანებულია „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ", „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" და „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონების დღეს მოქმედი რედაქციები.

ამასთანავე განხილვაშია კანონი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ და კანონი საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, რომელიც მოიცავს და აწესრიგებს მუნიციპალურ, უწყებრივ და სხვა მოქმედ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენა, აღმართვა-გამოფენას ქვეყანაში.

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი