სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტი ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

 


სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ", კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მომხსენებლის, ვანო ზარდიაშვილის განმარტებით, კანონპროექტში ზოგადი დებულებებით განსაზღვრულია პროექტის ძირითადი რეგულირების სფერო და კანონის მიზნებისთვის მოცემულია ტერმინთა განმარტებები.

მეორე თავი ადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოქმედ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებითა და საბჭოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი ან თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. დადგენილია საბჭოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, დასკვნის გაცემის ვადა და პროცედურა. განსაზღვრულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებების ჩატარებისას საბჭოს მონაწილეობის ფორმა.


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი