2019 წლის 12 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან 100 წელი გავიდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში ჩამოყალიბდა იდეა, რომ შექმნილიყო საიუბილეო მედალიონი. შემუშავდა რამოდენიმე ესკიზი.
      საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში მედალიონზე ამოტვიფრული წარწერები და მედალიონის საბოლოო ესკიზი შეირჩა.
    ავერსზე ცენტრში გამოსახულია იმ შენობის ფასადი, სადაც ჩატარდა პირველი სხდომა და შემდეგ მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება; - აგრეთვე გამოსახულია პირველი რესპუბლიკისა და დღეს მოქმედი საქართველოს სახელმწიფო მოფრიალე დროშები .
    მედალიონის რევერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა, - წმინდა გიორგის გამოსახულება მინაწერით: IX მოწვევის პარლამენტი.იხ ფოტო