საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის  დადგენილებით მოწესრიგდა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები. ამით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის და სხვა მუნიციპალური, საჯარო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვისა და გამოფენას წესი, ჩვეულებრივ, გლოვისა და დღესასწაულის, საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი შეხვედრების პირობებში.

დადგინა ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბის, საჯარო დაწესებულებების ემბლემების, მუნიციპალიტეტების გერბების გამოსახვის წესი და თანმიმდევრობა ერთობლივი გამოსახვის პირობებში.

      ამასთან საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს, რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები  ან კონფლიქტი. 


 საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ.12.06.2019 

 

 https://matsne.gov.ge/ka/document/view/4588640?publication=0&fbclid=IwAR2yD78_bF-IDChgrfF_6yoeB_sLxvPxQbaw3I9wbTMXEEv-KsZFFTMrl7Q

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი