მესტიაში, სვანეთის ისტორიისა ეთნოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მართავს  ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის II ეროვნულ კონფერენციას - თემაზე “სახელმწიფოს ჰერალდიკური პოლიტიკა და საერთაშორისო გამოცდილება..” 


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ: ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები მეცნიერები, ექსპერტები, დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები. 


კონფერენცია დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.