ჰერალდიკის სახელმწოფო საბჭოს შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის  მომართა  სსიპ - საქართველოს შსს აკადემიამ და წარმოადგინა საქართველოს შსს აკადემიის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა.


    ჰერალდიკის საბჭოს სპეციალისტებმა  განიხილეს და იმსჯელეს  ბრძანების პროექტით წარმოდგენილი ესკიზების შესახებ გაიცა მცირე რეკომენდაცია, და შემუშავდა ესკიზების საბოლოო ვერსიები. შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივლისის N100 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის ემბლემა, ხოლო 2020 წლის 29 ივლისის N115 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში და რედაქტირებულ  იქნა მე-10 დანართი - სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა. (იხ დოკუმენტაცია)