ჰერალდიკის სახელმწოფო საბჭოს შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის  მომართა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ- დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. წარმოდგენილ იქნა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა.

    ჰერალდიკის საბჭოს სპეციალისტებმა  განიხილეს და იმსჯელეს  ბრძანების პროექტით წარმოდგენილი ესკიზების შესახებ გაიცა მცირე რეკომენდაცია, და შემუშავდა ესკიზების საბოლოო ვერსიები. შედეგად საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკმბრის  №164 ბრძანებით დამტკიცდა ბრძანების პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.(იხ.დოკუმენტაცია)

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი