14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენსეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების.
 თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეშიჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავესდა დღესაც განასახირებს საქართველოსდამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირსებულებებს.
    სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმ გმირული სისხლისა, რომელიც ატყვია მის სპეტაკ ველს, ისევ ფრიალებს და წინ მიუძღვება ქვეყანას უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისაკენ.
   14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთმეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონეადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!




 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი