ჰერალდიკის საბჭო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!


     საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი თავისი სულისკვეთებით ყველაზე ახლოს დგას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან. ბოროტებაზე სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოსთან - საქართველოს სახელმწიფო გერბთან და საქართველოს სახელმწიფო დროშასთან, რომელიც ამავე დროს არის ეროვნული დროშა - ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.
     წლევანდელი 26 მაისი ღირსშესანიშნავი თარიღია, რადგანაც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 30 წლისთავს. ქართული ჯარი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის, მისი სიმბოლოების დაცვის და შეუბღალაობის საფუძველია.
     დღეს მშობლიურ მიწას მიებარება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი უღირსეულესი მამულიშვილი გენერალი გიორგი კვინიტაძე. მისი დაბრუნდება კიდევ უფრო დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას სძენს საქმეს, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო და ტერიტორიული ოკუპაციის პირობებში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი.
     გილოცავთ, ეროვნული ერთიანობის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს! ამ დღეს თითოეული მოქალაქე საქართველოს დროშის აღმართვით და გამოფენით უერთდება ეროვნულ სულისკვეთებას (იხ. ეროვნული დროშის აღმართვის და გამოფენის წესი: http://heraldika.ge/uploads/saxelmwifo_simboloebis_gamoyenebis_wesebi_broshura.pdf

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი