საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში ბექა ჭიჭინაძის წიგნის "საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში უცნობი წყაროს შუქზე განხილულია საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და მისი ფართო ისტორიული კონტექსტი - ჯვაროსნული სამყარო.ნაშრომს თან ერთვის ილუსტრაციები, სადაც ქართველთა ამსახველი შუა საუკუნეების უცნობი ევროპული მინიატიურების სახით თავმოყრილია ძვირფასი მასალა. მათი ღირებულების საჩვენებლად საკმარისია აღინიშნოს, რომ ავტორი ასაბუთებს დავით აღმაშენებლის უძველესი ფრანგული გამოსახულებების არებობას.


 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი