საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭომ ორგანიზებით 19 ნოემბერს ბათუმში გაიმართა სემინარი თემაზე „ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოები". სემინარი გაიხსნა საქართველოს ისტორიული დროშების და საზღვაო რუკების გამოფენით.  გამოიფინა შუა საუკუნეების (XIV-XVI სს.) პორტოლანები, რომლებზეც, -  საქართველო (ქალაქ თბილისი და საზღვაო ნავსადგური - სებასტოპოლისი, დღევანდელი სოხუმი) წარმოდგენილია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
     სემინარის ფარგლებში გაიმართა წიგნის "აფხაზეთის სიმბოლიკისათვის" პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია,  როგორც აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის სიმბოლოები დღევანდელი მდგომარეობით, ასევე პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შეიმუშავა. სემინარმა განიხილა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხებს, აჭარისა და აფხაზეთის ჰერალდიკურ მემკვიდრეობა და სამომავლო გეგმები. სემინარს დაესწრნენ: საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის წევრები. სამეცნიერო წრეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი