სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შესათანხმებლად წარმოადგინა ცენტრის ემბლემის პროექტი.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და სს ცენტრის ერთობლივი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და დამტკიცდა (2023 წლის 12 იანვრის ბრძანება №10/ო) სს - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ემბლემა. (იხ. დოკუმენტაცია)