2023 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და თანამშრომლები შეხვდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიის კურსანტებსა და სამხედრო-პედაგოგიური შემადგენლობას.საქართველოს სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თვითმმართველი მუნიციპალიტეტების სიმბოლოების შექმნის შესახებ აუდიტორიას მოხსენებით მიმართა  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ. აკადემიის დარბაზის ფოეში გამოფენილი ისტორიული საზღვაო რუქების - პორტოლანების და მათზე გამოსახულ საქართველოს თანამედროვე სიმბოლოების პროტოტიპების შესახებ, შეკრებილ აუდიტორიას, ესაუბრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ჩხეიძე.
    ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, მადლობა მოახსენა ეროვნული თავდაცვის აკადემიიის სტუმრებს საინტერესო მოხსენებებისთვის და ბნ. მამუკა გონგაძეს, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს გადასცა აკადემიის საპატიო სიგელი.(იხ.ფოტო)



 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი