ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა # 52

2016  წლის 6  მაისი

ქ. მცხეთა

ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის"  მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე,
 1. გამოცხადდეს კონკურსი მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის)   შესარჩევად. (დანართი N1 და N2).
2. კონკურსი გამოცხადებულ იქნას  საინფორმაციო საშუალებით mtskheta.gov.ge
3. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკისკომისიამ.
4. განკარგულება  ძალაშია  გაცნობისთანავე.
5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში,  
მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17. 
საკრებულოს  თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი




დანართი N1

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის)   კონკურსის ძირითადი პირობები 


მუხლი 1. კონკურსის  მიზანი კონკურსის მიზანია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
მუხლი 2.   ზოგადი კრიტერიუმები1.  კონკურსს ატარებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. კონკურსში მონაწილეობა  შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. 3.კონკურსი ტარდება ერთ ტურად; სამუშაო ენაა ქართული.  4. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;  ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;  გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა  დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).5.კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის კოორდინატორს ლევან ქიტუაშვილს. (მისამართი. ქ. მცხეთა ანტიოქიის ქ N7,  მობ. ტელ. 599 43 43 39).
მუხლი 3. კონკურსის პირობები1. გერბის და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. 2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს  A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება. 3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება  ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია.4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
 მუხლი 4. კონკურსის ჩატარების ვადები   1. კონკურსი  ცხადდება 2016  წლის  17  მაისს 2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის  ბოლო  ვადაა  2016  წლის 1 ივნისი.    3. შედეგების გამოცხადება 2016  წლის  31  ივნისი
 მუხლი 5.   გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებული კონკურსის პრემიები
კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი 1000 (ერთი ათასი)  ლარი. 
მუხლი 6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები


1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის  ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე  უბრუნდება ავტორს. 

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით   mtskheta.gov.ge                      

დამატებითი მოთხოვნები:ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე ; (ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ოქროს  ოთხ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;გ) თვითმმართველი ქალაქის გერბს უნდა ჰქონდეს ოქროსფერი შესამკობელი;დ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს ასომთავრული წარწერა: „მცხეთა" (თვითმმართველი ქალაქის სახელწოდება) და ორი მეწამული ჯვარი.






იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი