26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გაიხსნა გამოფენა "რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე" გამოიფინა 1991 წლის რეფერენდუმის და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა, აგრეთვე ისტორიული ფოტოები საქართველოს პარლამენტის ფოტო არქივიდან. ამ საიუბილეო თაღიღთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო დიზაინის სამსახურში შექმნილ საიუბილეო ბანკნოტის, მონეტის და საინვესტიციო ოქროს ზოდის ესკიზებს წარმოადგენს. გამოფენის თანაორგანიზატორები და თანაავტორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. 

 


 

 


 

 


 

 

   

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი