24-26 მაისს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ბელორუსში, ქალაქ მინსკში იმყოფებოდნენ.   ბელორუს კოლეგებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდდომარის მოადგილემ,  -  ჰერალდიკის საბჭოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო: ისაუბრა საქართველოს ჰერალდიკის ისტორიაზე, ტერიტორიული და მუნიციპალური ჰერალდიკის შესახებ საქართველოში, ჰერალდიკის საბჭოს ამჟამინდელ საქმიანობაზე და მომავალ პროექტებზე.    შეხვედრაზე ბელორუსიის პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ადამუშკომ, ქართველ კოლეგებს საბჭოს მუშაობის სტრუქტურაზე და საკანონმდებლო ბაზაზე ესაუბრა; საუბარი შეეხო აგრეთვე სხვადსხვა (სახელმწიფო, უწყებრივი, არასახელმწიფო, კერძო, კომერციული და სხვ.)  სიმბოლოების  შექმნის, დამტკიცების და რეგისტრაციაში გატარების პროცედურებს.   მხარეები მომავალში გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი